• +995 555-76-86-42
    სერვისები საიტების დამზადება
    20676

    საიტების დამზადება


    გთავაზობთ  ნებისმიერი ტიპის თანამედროვე,  საიტების დამზადებას, მარტივს ექსპლუატაციაში, სწრაფსა და უხარვეზოს. 

     

       საიტის  ფასი:

    საიტის  ფასი დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და პროგრამულ სირთულეზე. თუ ვებ საიტის მონახაზი ცნობილი არაა, რთულია ფასის განსაზღვრა.(ვრცლად საიტის დამზადების ფასი)

     

       Seo ოპტიმიზაცია :

    Seo ოპტიმიზაცია ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია საიტის დამზადების დროს, სწორედ მის ხარისხზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიძებნება თქვენი საიტი საძიებო სისტემაში.თავის მხრივ Seo ოპტიმიზაცის ხარიხსი დიდწილად დამოკიდებულია პროგრამისტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.ასე რომ, ნუ ანდობთ თქვენი საიტის დამზადებას მათ, ვის სანდოობაშიც დარწმუნებული არ ხართ.

    (სეო ოპტიმიზაცია)

     

      კონსულტაციისათვის დაგვირეკეთ  :  555-76-86-42.

     

      წარმოგიდგენთ ჩემს ბოლო ნამუშევრებს ხშირად მოთხოვნად კატეგორიებში :

     

      1) სამშენებლო კომპანია (რწანისი ვილა რეზიდენსი)

    kvr.ge

      2) ტრეინინგის ცენტრი

    www.tl-centre.ge

      3) ონლაინ კატალოგი

    ansar.ge

     4) აუდიტორული კომპანია

    auditors.ge

     5) იურიდიული კომპანია

    hol.ge

     6) ღვინის მწარმოებელი კომპანია

    dekanozishvili-winery.com

      7) ინტერიერის   დიზაინი

    designsector.ge

      8) სკუტერების გაქირავება

    rentscooter.org

      9) დიზაინი და რემონტი

    househub.ge

      10) ტურიზმი

    zmtravel.ge

     

    ვრცლად ნამუშვრები

     

    საიტების დამზადება

     

    საიტის დამზადება,კრიტერიუმები:

      წარმატებული ბიზნესისთვის აუცილებელი პირობაა კარგი საიტის შექმნა. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ გავაკეთოთ ორგანიზება მისი შექმნისას? ეს ის კითხვებია,რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ და დეტალურად განვიხილავთ!

     

    რა გჭირდებათ საწყის ეტაპზე?

    საიტის შექმნის პროცედურა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:პირველადი კონსულტაცია,შეთანხმება,დამზადების პროცესი და ჩაბარება.

    საწყის ეტაპზე,ვებ-დიზაინერი იწყებს დიზაინის აწყობას.დამკვეთთან შეთანხმებით,მისი გემოვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ხატავს საიტის მთლიან სახეს.

    ამის შემდეგ კი,იწყება პროგრამირება.იმისათვის რომ,პროგრამისტმა მუშაობა დაიწყოს,თქვენ დაგჭირდებათ:

     

    1.დომეინი

    დომეინი არის  მისამართი,რომელიც მიუთითებს თქვენი  საიტის დასახელებას და რომლის მეშვეობითაც ყველა შეძლებს მის მოძებნას.

    დომეინის სახელებს აქვთ სხვადასხვა დაბოლოებები და ისინი იყოფიან კატეგორიების მიხედვით:

    ზოგადი ანუ გლობალური: მაგ:org.,com.,net...

    ქვეყნების მიხედვით :ge.,us.,uk... (საქართველოში შეგიძლიათ მიმართოთ,მაგ.:proservice.ge;domenebi.ge)

    სპეციალური:tv.,mobi.,travel...

     გაითვალისწინეთ,რომ დომეინისა და კომპანიის დასახელება ერთმანეთს ემთხვეოდეს.მომხმარებელი მარტივად დაიმახსოვრებს მას.

     დომეინის კარგად შერჩევის შედეგად მარტივად მოიზიდავთ ვიზიტორებს,რეკლამას გაუკეთებთ და პოპულარულს გახდით თქვენს ვებ-გვერდს.

     

    2.ჰოსტინგი

    ჰოსტინგი არის სივრცე და წვდომა იმ სერვისებსა თუ ტექნოლოგიებზე,რაც საშუალებას გვაძლევს ვებ-გვერდი ინტერნეტში განვათავსოთ .ჰოსტინგს აქვს  როგორც პარამეტრები,ასევე ელ-ფოსტის შექმნისა და სხვადასხვა მომსახურების შესაძლებლობები.ჰოსტინგის გადასახადი არ არის ძვირი,ჩვეულებრივი საიტისთვის მისი ყოველთვიური ღირებულება 15 ლარამდეა,ხოლო ყოველწლიური საშუალოდ 250 ლარამდე.შეღავათიან ფასებში კარგი ჰოსტინგის მომსახურება შეგიძლიათ ნახოთ პორტალზე: FindDomain.ge

    კიდევ ერთო მნიშვნელოვანი რამ,რაც უნდა გაითვალისწინოთ საიტის შექმნისას,არის დამატებითი ხარჯები.თქვენი ბიზნეს საქმიანობის გაფართოებისა და განვითარების პარალელურად,დაგჭირდებათ საიტის განახლება,მოგიწევთ   როგორც რეგისტრაციის სისტემის დამატება,ასევე გარკვეული პროგრამული და დიზაინერული ცვლილებების განხორციელება

     

    როგორი საიტი გჭირდებათ?

    საიტი აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ბიზნესს.ბევრი დამკვეთი საიტის გარეგნული მხარეს ათანხმებს თავის მეგობრებთან,ოჯახის წევრებთან,ითვალისწინებს საკუთარ გემოვნებას.ეს ყველაფერი კარგია,მაგრამ უნდა გახსოვდეთ მთავარი:თქვენმა საიტმა ადეკვატურად უნდა უპასუხოს თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს!

    ჩვენი რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგია:ინტერნეტში მოიძიეთ თქვენი ტიპის ბიზნესის მქონე სხვა კომპანიების საიტები,წაიკითხეთ,შეისწავლეთ და გაარკვიეთ რამდენად წარმატებულია ისინი.დააკვირდით როგორ უქმნიან იმიჯს კომპანიას და მათი მეთოდი იზიდავს თუ არა კლიენტებს.საიტის შეკვეთამდე აუცილებელია ზემოთხსენებული ყველა დეტალის გათვალისწინება.

     

    გსურთ თქვენს საიტს ჰყავდეს ბევრი მომხმარებელი?

    საიტის დიზაინი

    საიტის შექმნა იწყება მისი დიზაინის შედგენით.საწყის ეტაპზე იხატება მთავარი გვერდი,მუშავდება ვიზუალური კონტენტი-ვიდეოები და ფოტოები.ამ ყველაფერს დიზაინერი ათანხმებს დამკვეთთან და ითვალისწინებს მის შენიშვნებსა თუ მითითებებს.

    საიტის დიზაინის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ:

    სწორი განლაგება:ქაოტურად განლაგებული ფოტოებით,ვიდეოებითა და ტექსტებით შეუძლებელია მომზმარებლის მოზიდვა.

    ფერების სწორად შერჩევა:არასათანადოდ შერჩეულმა ფერებმა შესაძლოა ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.უმჯობესია,მოვერიდოთ მკვეთრ და ჭრელ ფერებს.

    ლაკონურობა და სიმარტივე:ეცადეთ სათქმელი გადმოცეთ მოკლედ და მარტივად.თუ მომხმარებელი თქვენს საიტზე აღმოაჩენს გაუგებარ წინადადებებსა და შეუსაბამო სიტყვებს,იფიქრებს რომ მომსახურებაც ზუსტად ისეთია,როგორც კონტენტი.ეს კი,ნეგატიურ განლენას მოახდენს არა მხოლოდ მომხმარებელთა რაოდენობაზე,არამედ თქვენი საიტის ცნობადობაზეც.

     მხოლოდ კარგი დიზაინის მქონე საიტის შექმნა არ არის საკმარისი და  არ  ნიშნავს იმას რომ ამით ყველაფერი დასრულდა.თუ მას არ ყავს ვიზიტორები,საერთოდ  აქვს აზრი მის არსებობას? რა თქმა უნდა ,არა.

     

     

    როგორ უნდა მივიღოთ შედეგი საიტიდან

     

    როგორ უნდა მივიღოთ შედეგი საიტიდან?

     

    1.აუცილებელია კარგი კონტენტის ქონა:

    ყურადღება მიაქციეთ საიტზე განთავსებული ტექსტების შინაარსსა და ფორმას:მაქსიმალურად ეცადეთ,შესძინოთ მათ მარკეტინგული დატვირთვა.ტექსტები უნდა იყოს საინტერესო,ისეთი რომ მომხმარებელი მიიზიდოს,დააინტერესოს და საჭიროების შემთხვევაში მარტივად გაიხსენონ საიტის სახელი,რომ ხელმეორედ დაბრუნდნენ თქვენს გვერდზე.

     

    2.საიტი დაარეგისტრირეთ კატალოგებში:

    იმისათვის რომ თქვენი საიტი ინტერნეტში მოძიებადი იყოს,საიტ-კატალოგებში დაარეგისტრირეთ იგი.ამისათვის დაგწირდებათ მარტივი რეგისტრაციის გავლა:საიტის სახელი,საქმიანობა,მოკლე დახასიათება,საიტის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.რა თქმა უნდა,ყველა საიტზე დარეგისტრირება უფასო არაა,ზოგიერთზე დარეგისტრირება ფასიანია.საწყის ეტაპზე თქვენ შეგიძლიათ ყველა უფასო კატალოგი გამოიყენოთ.ამგვარი საიტების შერჩევისას,ყურადღება მიაქციეთ მათ პოპულარობას,მომხმარებლების რაოდენობას.ეს არ არის ერთჯერადი პროცედურა,თქვენი საიტი მიდმივად საჭიროებს ახალ კატალოგებში დამატებას,თუ გსურთ,პოპულარული გახადოთ იგი.

     

    3.ფასიანი რეკმალა:

    თუ საიტის რეკლამისთვის გაქვთ განსაზღვრული თანხა,შეგიძლიათ მისი განთავსება პოპულარულ გვერდებზე,საიდანაც დაწკაპუნებით გადმოვლენ თქვენს საიტზე.ფასიანი რეკლამით კარგ შედეგს მიაღწევთ,მაგრამ ეს როგორც წესი,ხდება მხოლოდ  დროის აქტიურ მონაკვეთში.უფასო სარეკლამო საშუალებებს კი გააჩნიათ შედეგის მიღების ხანგრძლივი,სტაბილური ხასიათი.ამ ყველაფერს ქვია საიტის წინ წაწევა ინტერნეტში.

     

     

    როგორ წავწიოთ ვეგ გვერდი საძიებო სისტემაში

     

    როგორ წავწიოთ საიტი წინ პროფესიონალურად?

    ამისათვის არსებობს რამდენიმე საშუალება.ჩამოვთვალოთ და აღვწეროთ თითოეული მათგანი:

    1.ტექსტების SEO ოპტიმიზაცია:ეს ნიშნავს,რომ Google-ში ან სხვა საძიებო სისტემებში თქვენ მიერ არჩეული სიტყვის ან სიტყვათა კომბინაციის მოძებნისას თქვენი საიტი განთავსდება მოწინავე გვერდებზე.

    SEO ოპტიმიზაციის სერვისი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:

    SEO ანალიზი;საძიებო სიტყვების ანალიზი; საიტის ტექნიკური

    SEO ოპტიმიზაცია; საიტის ოპტიმიზაცია გარე რესურსებით;

    სტატისტიკის ყოველთვიური რეპორტინგი და მუდმივი მონიტორინგი; კონკურენტების საიტების ანალიზი.

    2.Pagerank-არის ვებ-ბმულების ანალიზი.ინტერნეტში უნდა აწარმოოთ სპეციალური ტექნიკური და მარკეტინგული სამუშაოები,რათა თქვენი საიტის რეიტინგი.

    3.კომპანიის პირადი გვერდის შექმნა სოციალურ საიტებზე და მისი მეშვეობით მომხმარებლების მოზიდვა .

    4.თქვენი საიტის დარეგისტრირება ads.google.com-ის სისტემაში  და ფასიანი რეკლამის გაკეთება google-ში.

    5.ფასიანი რეკლამა სოციალურ ქსელებში.

    6.მარკეტინგი ელ-ფოსტის,სტატიებისა და ფორუმების მეშვეობით.

     

     

    საიტის ფასი

     

    რა ღირს საიტების დამზადება საქართველოში?

     ამ კითხვაზე მარტო ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს.საიტის ღირებულება დამოკიდებულია მის ინდივიდუალურობაზე,საიტის მოთხოვნებზე, მოცულობაზე ,შესასრულებელი სამუშაოს სირთულეზე. ასევე შემსრულებლის კომპეტენციასა და გამოცდილებაზე.

    არსებობს სხვადასხვა ტიპის ვებ-საიტები,განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

     

    1.პირადი ვებ-გვერდის შექმნა:ამ ტიპის საიტზე ინფორმაცია მხოლოდ ერთ ადამიანზე,მის ინტერესებსა და საქმიანობაზეა.საიტი არის ერთგვერდიანი და მისი რიღებულება საშუალოდ 300 ლარია.

     

    2.ონლაინ მაღაზიის საიტი:ამგვარი საიტის მეშვეობით ხდება ნივთების ყიდვა-გაყიდვა ინტერნეტით.ამ ტიპის მაღაზიები საკმაოდ ბევრია უკვე საქართველოშიც.მათი ფასი განსხვავდება დიზაინის,ფუნქციების და გარკვეული დამატებითი დეტალების მიხედვით.საწყისი ღირებულებაა  1200 ლარი და მზადდება დაახლოებით 3-5 კვირის ვადაში.

    ამ ტიპის საიტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქციის გვერდი-მას უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ფუნქციები:ფასდაკლებები,აქციები,კალათაში დამატება,პროდუცქიის ფილტრაცია,ანგარიშსწორება.

    ონლაინ მაღაზიის საიტს უნდა ჰქონდეს "ონლაინ გადახდა"-გადახდის სისტემა ინვოისის საფუძველზე ან საბანკო ბარათით.

     

    3.ინდივიდუალური პროექტის საიტის დამზადება:ასეთი საიტები წარმოადგენენ გარკვეულ პროგრამას ინტერნეტში.დამკვეთი თავად ირჩევს საიტის დიზაინსა და ფუნქციებს. იგი უკეთ წარმოაჩენს საკუთარი კომპანიის ძლიერ მხარეებს.დამკვეთი საკუთარი საიტის მეშვეობით კონტაქტობს თანამშრომლებთან და მომხმარებლებთან და ამით ხელს უწყობს უკეთეს მომსახურებას.

     

    4.პოლიტიკური საიტი:პოლიტიკური მიმოხილვები და მათი ანალიზი.

     

    5.იუმორისტული:გასართობი ხასიათის საიტები.

     

    6.ტურისტული საიტები:როგორც წესი,ტურისტულ საიტებს თითქმის იდენტური დიზაინი აქვთ:მთების,ისტორიული მონუმენტების ფოტოები.

     

    ერთფეროვნებით ტურუსტებს ვერ მოხიბლავთ,ამიტომაც საჭიროა მოიფიქროთ რამე ახალი,ინდივიდუალური,სხვებისგან განსხვავებული.ეს შეიძლება იყოს გამორჩეული და საინტერესო ლოგო,ფერთა შეხამება და ორიგინალური დიზაინი.

    გაითვალისწინეთ,რომ ტურისტს არ იზიდავს,უფრო მეტიც,იგი დაღლილია სტანდარტული ტექსტებით.ამიტომაც,ეცადეთ შესთავაზოთ რაიმე ახალი,მაგალითად,სტატიები ფოტო-ვიდეო მასალით,დაანახეთ დადებითი ემოცია და ინდივიდუალიზმი.

     

    7 რჩევა საიტის ორგანიზების შესახებ

    განიზების შესახებყველა ადამიანისთვის საიტის შექმნის მიზანია თავისი ბიზნესის გაპიარება. თუ თქვენ შექმენით საიტი და მას არ ყავს მომხმარებელი,ჩათვალეთ,რომ დროისა და სახსრების უაზრო დახარჯვა სახეზეა.

    რა ხდება როდესაც თქვენი საიტი ვერ პოულობს ისეთ პოპულარობას,რასაც თქვენ მოელოდით ? რამდენად გამოსწორებადია და რა უნდა გაითვალისწინოთ კარგი შედეგის მისაღწევად ?

     

    1.გამოიყენეთ მოკლე აბზაცები

    ინტერნეტ-მომხმარებელთა უმეტესობა საიტებსა და ბლოგებს კითხულობს სხვადასხვა მიზნით:გასართობად ან კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად.დიდი სტატიის შესწავლა და წაკითხვა მათ ინტერესებში არ შედის.შესაბამისად,მოერიდეთ ბევრ აბზაციან პუნქტებს.ეცადეთ,მოკლედ და მარტივად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი!

     

    2.სათაურებსა და ქვესათაურებში გამოიყენეთ ციფრები

    ინტერნეტში ალბათ შეგინიშნავთ უამრავი პოსტი,სადაც ჭარბობენ ციფრები. მაგ.:  5 რჩევა ჯანსაღ კვებაზე ;  10 საუკეთესო საშუალება გასახდომად; 8 ნაბიჯი თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის...

    ასეთი ტიპის სათაურები საკმაოდ ეფექტურია.ციფრები იპყრობენ მკითხველის ყურადღებას . ამასთანავე,პუნქტები მარტივად იკითხება,რაც მკითხველისთვის სასიამოვნო დაკომფორტულია.

     

    3.გამოიყენეთ მუქი და დახრილი შრიფტი

    აქ მთავარი ზომიერებაა!

     მუქი შრიფტი გამოიყენეთ საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებზე ყურადღების გასამახვილებლად,უცხოური სიტყვების,წიგნების,ტელეგადაცემებისა თუ ფილმების გამოსაყოფად.

    ასევე,გაითვალისწინეთ,რომ ეს ეფექტები არ გამოიყენოთ ძალიან დიდი რაოდენობით.არ დააბნიოთ მკითხველი და  არ შეუქმნით დისკომფორტი კითხვისას.

     

    4.გამოიყენეთ ციტატების ღილაკი ( " ...")

    ამ ფუნქციით გამოყოფენ მნიშვნელოვან მომენტებს პოსტში,რაც საუკეთესო საშუალებაა მკითხველის ყურადღების მისაპყრობად.

     

    5.მიმზიდველი შრიფტი

    საიტის სტილისტიკისა  და ნიშან-თვისების მიხედვით ირჩევენ შრიფტებს. ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებლად გაითვალისწინეთ ვებ-დიზაინერის რჩევა.

    გაითვალისწინეთ:

    არტ-შრიფტები არ უხდება საიტების უმეტესობას .

    არ გამოყენოთ ფერადი შრიფტები-ამგვარი არჩევანი ხშირ შემთხვევაში წამგებიანია.ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შავი ან მუქი რუხი ფერის შრიფტებია.

    ყურადღება მიაქციეთ შრიფტის ზომას,არჩევანი საშუალოზე შეაჩერეთ-დიდი ზომის შრიფტები პრიმიტიული და "ბავშვურია",ხოლო პატარა ზომის კი ძნელად წაკითხვადი.

    და ბოლოს,არ გამოიყენოთ მრავალი შრიფტი -მკითხველის გაღიზიანებას გამოიწვევს და უგემოვნობის შთაბეჭდილებას შეუქმნის მათ.

     

    6.გამოიყენეთ სარჩევი

    თუ თქვენს საიტზე დიდი მასალაა მოთავსებული,დაყავით ისინი გვერდებად და მკითხველს სტატიის დასაწყისში შესთავაზეთ სარჩევი.ამით მათ შეუქმნით მოტივაციას,წაიკითხონ თქვენს საიტზე განთავსებული ინფორმაცია .

     

    7.ტესტირება

    მკითხველთა აზრის მოსმენით,შესწავლითა და ანალიზით მუდმივად აწარმოეთ საიტის შინაარსის,ვიზუალური გაფორმებისა და "მეგობრულობის" ტესტირება.

     

    რა განსხვავებაა საიტის მზა და  ინდივიდუალურ ძრავებს შორის ?

    ინდივიდუალური ძრავის მქონე საიტების  კოდები იქმნება დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით,ოპტიმიზირებულია  საძიებო სისტემებზე.სურვილის შემთხვევაში,ნებისმიერ დროს შესაძლებელია დაემატოს ნებისმიერი ფუნქცია,მაგ.:რეგისტრაცია,კალკულაცია.ამგვარი ძრავის მქონე საიტების მართვა  მარტივია.

    რაც შეეხება,მზა ძრავებს,მათი ხარისხი საკმაოდ დაბალია.საიტზე დიდი ინფორმაციის განთავსებისას სიჩქარე ნელდება,ასევე ძნელდება ამ ტიპის საიტებზე შემდგომში ფუნქციების დამატებაც.

     

    რა არის ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია ?

     სმარტფონების გაჩენამ განაპირობა ის,რომ ადამიანები კომპიუტერებიდან გადაერთვნენ მობილურ მოწყობილობებზე,საიდანაც ეცნობიან ინფორმაციას.ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს საიტის მობილურ ვერსიას.

    ვებ-გვერდის ოპტიმიზაცია მობილური მოწყობილობებისთვის უზრუნველყოფს მომხმარებლების კარგ ინტერფეისს.ამის მეშვეობით,ისინი სრულყოფილად და კომფორტულად შეძლებენ თქვენი საიტის დათვალიერებას.

    იმ შემთხვევაში,თუ თქვენი საიტი არ ადაპტირდება მობილურ მოწყობილობებზე,ვიზიტორების რაოდენობა შემცირდება.ეს კი ,რასაკვირველია,იმოქმდებს საიტის რეიტინგზე.

    გაითვალისწინეთ,თქვენი საიტი დაკარგავს მომხმარებლებს თუ იგი არ  " მეგობრობს" მობილურ მოწყობილობებთან.

     

     

    ვებ გვერდის ვიზიტორთა სტატისტიკა

     

    როგორ გავიგოთ რამდენი ვიზიტორი ჰყავს საიტს ?

    სტატისტიკის დასადგენად ,გამოიყენეთ ისეთი მთვლელები,როგორიცაა : GOOGLE ANALYTICS,PIWIK,GO STATS.

    მათი მეშვეობით,შეგიძლიათ გაიგოთ:

    1.რამდენჯერ ესტუმრნენ შენს საიტს(VISITS)

    2.საიტის თითოეულ გვერდს რამდენი ნახვა აქვს(PAGE VIEWS).

    3.რამდენი ადამიანი ესტუმრა შენს საიტს წაკითხვის გარეშე(BOUNCES-დაკლიკებები)

    4.საშუალო დრო,რასაც მომხმარებლები ატარებენ შენს საიტზე.ამის გაგებით,შეგვექმნება წარმოდგენა იმაზე,თუ რამდენად საინტერესოა შენი საიტი მომხმარებლისათვის(TIME ON SITE)

    5.თუ რამდენჯერ დაბრუნდა ვიზიტორი შენს საიტზე რაიმეს გასაგებად.(New vs. Returning)