ჩემს შესახებ


პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემს სავიზიტო საიტზე სტუმრობისთვის. 5 წელია რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ვმოღვაწეობ. მაქვს უამრავ, როგორც კომპანიასთან, ისე ფიზიკურ პირთან ურთიერთობის გამოცდილება. რაც შეეხება ჩემს ცოდნას და გამოცდილებას ამ სფეროში, ვფიქრობ, სავიზიტო საიტიდან და ნამუშევრებიდან კარგად ჩანს ჩემი შესაძლებლობები.
თუ თვლით რომ თქვენი ბიზნესის ან იდეის განვითარებაში ჩემი გამოცდილება დაგეხმარებათ. დამიკავშირდით 555-76-86-42.

window-image
x

window-image
x

როგორ ვმუშაობ

window-image
x

ის რაც უნდა იცოდეთ

საიტის დიზაინი და ძრავი არის ორი სახის: გამზადებული და ინდივიდუალური, ანუ ხელით დაწერილი. გამზადებული, როგორც წესი, დაბალი ხარისხისაა, ჩატვირთვას დიდი დრო მიაქვს და ადმინპანელში გარკვევა შედარებით ძნელია. შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ასეთმა საიტმა აურიოს ან რაიმე ფუნქცია აღარ შეასრულოს.
ხელით დაწერილის შემთხვევაში კი, როგორც დიზაინი, ასევე ადმინპანელი დამკვეთის ინტერესებსაა მორგებული - არაა საჭირო ფოტოების ზომებში დასმა, საიტი თვითონ აკეთებს ამას - იტვირთება ადვილად და მარტივია გასაახლებლად.

window-image
x

ვინ რას გთავაზობთ საქართველოში

კომპანიები, რომლებიც დაბალ ფასს გთავაზობენ

ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ხომ არ გულისხმობენ ისინი მზა დიზაინსა და ძრავს.
თუ კომპანია საიტს ბევრად დაბალ ფასად გიმზადებთ ვიდრე მათი კონკურენტები ეს იმას ნიშნავს რომ ბევრად ნაკლებს უხდის თანამშრომლებს. გარდა იმისა რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება ყველაზე კარგი მოტივაციაა, დაბალ ანაზღაურებაზე არც ერთი საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი არ მუშაობს.

ფიზიკური პირები

საქართველოში ძალინ ცოტა ფიზიკური პირია ისეთი რომელსაც ხარისხიანი პროდუქტის შემოთავაზება შეუძლია.
კერძო შეკვეთებზე მუშაობა ნიშნავს რომ პროექტებს რომლის შესასრულებლად კომპანიას მინიმუმ 2 თანამშრომლის დაქირავება უწევს(დიზაინერის და პროგრამისტის) დამოუკიდებლად გაართვა თავი.
შესაბამისად, ნუ ენდობით ადამიანებს ვის კომპეტენციაშიც დარწმუნებული არ ხართ, ნუ შეაფასებთ მათ ნამუშევრებს ერთი შეხედვით რადგან ეს შეიძლება სხვისი ან სულაც მზა საიტი იყოს მზა დიზაინითა და ძრავით.