Seo ოპტიმიზაცია

Seo ოპტიმიზაცია  ეხმარება საიტს საძიებო სისტემაში კონკრეტულ სიტყვაზე დაიკაოს წამყვანი ადგილი,სხვანაირად რომ ვთქვათ თქვენი საიტის რიგითობა დამოკიდებულია თუ რამდენად პრესტიჟულად ეჩვენება თქვენი ვებ გვერდი  საძიებო სისტემას.

 

დღეს ინფორმაციის მოძიების ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული  გზა ინტერნეტია, საძიებო სისტემაში თქვენი საიტის მოწინავე პოზიციაზე ყოფნა ნიშნავს , თქვენი სერვისის მეტ მომხმარებლისთვის  გაცნობას, მეტ ვიზიტორს და შესაბამისად მეტ კლინტს.

 

Seo ოპტიმიზაცია იყოფა 2 ნაწილად : on-page ოპტიმიზაცია და off-page ოპტიმიზაცია;

 

on-page ოპტიმიზაცია გულისხმობს საიტის ლინკის ოპტიმიზაციას,საიტის ჩატვირთვის სისწრაფეს(საიტის სისწრაფის ოპტიმიზაციის 9 ხერხი), კარგია თუ ქივორდ დენთისს 0-2%-ამდე შევინარჩუნებთ,გამოყენებული უნდა იყოს საიტზე გამავალი ლინკები, გამოიყენეთ ვებ-გვერდის ქივორდი პირველ 100-150 სიტყვაში, კარგი იქნება თუ სტატია 1000 მეტი სიტყვისგან იქნება შემდგარი, სტატიის სათაური უნდა ჩაიწეროს h1 თეგში, სურათის alt თეგში უნდა ჩაიწეროს საიტის ქივორდი, 

 

რაც შეეხება off-page ოპტიმიზაციას google მას მთავარ ფაქტორად მიიჩნევს კარგი პოზიციის დასაკავებლად.საიტს ავტორიტეტი ენიჭება backlinks(საიტზე შემომავალი ლინკები) მიხედვით.backlinks ად ითვლება სხვა საიტზე განთავსებული თქვენი საიტის ლინკი.როდესაც საიტზე სადაც თქვენი ლინკია მითითებული შედის ბოტი ის აფიქსირებს მას და თქვენს საიტს ავტორიტეტს უმატებს რაც დარინკვის ფაქტორში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

 

google ყურადღებას აქცევს თქვენი საიტის კონტენტს,რამდენი ვიზიტორი გყავთ დღეში,რამდენად ხშირად ახლდება საიტი,რამდენიხნით ჩერდება ვიზიტორი თქვენს საიტზე,არის თუ არა თქვენი საიტის ლინკი სხვა საიტზე მითითებული,როგორაა ტექსტი განთავსებული ხომ არაა ის დაკოპირებული სხვა საიტიდან და რამდენად სწრაფად იტვირთება თქვენი გვერდი.

 

ეს ძირითადი ფაქტორებია რის მიხედვიდაც google ხვდება რამდენად ღირს თქვენი ვებ გვერდის შეთავაზება მომხმარებლისათვის.

  


window-image
x

window-image
x

როგორ ვმუშაობ

window-image
x

ის რაც უნდა იცოდეთ

საიტის დიზაინი და ძრავი არის ორი სახის: გამზადებული და ინდივიდუალური, ანუ ხელით დაწერილი. გამზადებული, როგორც წესი, დაბალი ხარისხისაა, ჩატვირთვას დიდი დრო მიაქვს და ადმინპანელში გარკვევა შედარებით ძნელია. შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ ასეთმა საიტმა აურიოს ან რაიმე ფუნქცია აღარ შეასრულოს.
ხელით დაწერილის შემთხვევაში კი, როგორც დიზაინი, ასევე ადმინპანელი დამკვეთის ინტერესებსაა მორგებული - არაა საჭირო ფოტოების ზომებში დასმა, საიტი თვითონ აკეთებს ამას - იტვირთება ადვილად და მარტივია გასაახლებლად.

window-image
x

ვინ რას გთავაზობთ საქართველოში

კომპანიები, რომლებიც დაბალ ფასს გთავაზობენ

ასეთ შემთხვევაში პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ხომ არ გულისხმობენ ისინი მზა დიზაინსა და ძრავს.
თუ კომპანია საიტს ბევრად დაბალ ფასად გიმზადებთ ვიდრე მათი კონკურენტები ეს იმას ნიშნავს რომ ბევრად ნაკლებს უხდის თანამშრომლებს. გარდა იმისა რომ კარგად შესრულებული სამუშაოსთვის ანაზღაურება ყველაზე კარგი მოტივაციაა, დაბალ ანაზღაურებაზე არც ერთი საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალი არ მუშაობს.

ფიზიკური პირები

საქართველოში ძალინ ცოტა ფიზიკური პირია ისეთი რომელსაც ხარისხიანი პროდუქტის შემოთავაზება შეუძლია.
კერძო შეკვეთებზე მუშაობა ნიშნავს რომ პროექტებს რომლის შესასრულებლად კომპანიას მინიმუმ 2 თანამშრომლის დაქირავება უწევს(დიზაინერის და პროგრამისტის) დამოუკიდებლად გაართვა თავი.
შესაბამისად, ნუ ენდობით ადამიანებს ვის კომპეტენციაშიც დარწმუნებული არ ხართ, ნუ შეაფასებთ მათ ნამუშევრებს ერთი შეხედვით რადგან ეს შეიძლება სხვისი ან სულაც მზა საიტი იყოს მზა დიზაინითა და ძრავით.